საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაცია, ასოციაციის საერთაშორისო მდივნის ადვოკატი დავით ასათიანის ხელმძღვანელობით, აღმასრულებელი საბჭოს წევრები: დათუნა მოდებაძე, მამუკა ნოზაძე, გია თევზაძე, ირაკლი ყანდაშვილი, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფება გერმანიაში, ქ. ბერლინი.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციამ შეხვედრები გამართა გერმანიის ადვოკატთა პალატის დირექტორთან და ბერლინის პროფესიული საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარესთან.
შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა ორმხრივი შემდგომი თანამშრომლობის ფორმატი და გეგმები.